„ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს. ამ მიზნით პარტიის ოფისში ამ წუთებში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც უმრავლესობის სხდომა დაიწყება.
სხდომა 11 საათზეა ჩანიშნული.
ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, როგორც გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, პრეზიდენტობის კანდიდატი გარანტირებულად იქნება ადამიანი, რომელზეც ყველა იქნება დარწმუნებული, რომ ის მხოლოდ საკუთარ სამშობლოს ემსახურება.
პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა. პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს - 29 დეკემბერს გაიმართება.