აჭარის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილედ რამაზ ჯინჭარაძე აირჩიეს.
დავით გაბაიძის მიერ წარდგენილ კანდიდატურას 13-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
მანამდე, რამაზ ჯინჭარაძე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელობდა. უფრო ადრე კი, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში წამყვან პოზიციებზე მოღვაწეობდა.