პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესს დღეს დაიწყებს

26 ნოემბერი 2024, 10:03 91 ნახვა

პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესს დღეს დაიწყებს. 13:00 საათზე ჩანიშნულია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, მაკა ბოჭორიშვილს მოუსმენენ.

კომიტეტის სხდომამდე ბიუროს სხდომა გაიმართება, რომელსაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის მიერ მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ოფიციალურად წარედგინება.

რეგლამენტის მიხედვით, საპარლამენტო კომიტეტები მინისტრობის კანდიდატებს დარგების შესაბამისად მოუსმენენ, პლენარულ სხდომაზე კი პარლამენტის წინაშე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სამთავრობო გუნდთან ერთად წარდგება.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი