ახალარჩეული მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს გაიმართება

25 ნოემბერი 2024, 09:54 93 ნახვა

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს გაიმართება. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და მას პარლამენტის უხუცესი წევრი, ლადო კახაძე გახსნის.

მანამდე, ცესკო-ს მიერ გაცემული დროებითი მანდატების საფუძველზე განხორციელდება ახლად არჩეული პარლამენტის წევრების რეგისტრაციაში გატარება.

ახალარჩეული პარლამენტის სხდომის დღის წესრიგში პირველი საკითხი არის პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილების ცნობა.

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარესა და ვიცე-სპიკერებს, ასევე მოხდება კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევა.

ცესკო-ს ოფიციალური შედეგების თანახმად, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში ხუთი პოლიტიკური სუბიექტი მოხვდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი