აჭარაში სულ სამი სახელმწიფო თეატრი ფუნქციონირებს. ხულოსა და ბათუმის დრამატული თეატრები, ასევე თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი.
მსახიობებისა და სპექტაკლების დაფინანსებაზე აჭარის მთავრობა ზრუნავს. საქართველოს კულტურის სამინისტროსგან განსხვავებით, აჭარის განათლების სამინისტროს სპექტაკლებისთვის გამოყოფილი თანხები არ შეუმცირებია. თუმცა, თეატრალები მეტ მხარდაჭერას და დაფინანსების წესში ცვლილებებს მოითხოვენ.