ბათუმის ბიუჯეტის საჯარო განხილვა გრძელდება

21 ნოემბერი 2024, 14:09 129 ნახვა

მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში  ბათუმის  2025 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო  განხილვა.

შეხვედრა დღეს გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობასთან გაიმართა.

ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებზე დაინტერესებულ პირებს აქვთ საშუალება გაეცნონ ბიუჯეტის ძირითად მიმართულებებს, ასევე დააფიქსირონ თავიანთი შენიშვნები და მოსაზრებები,  საჯარო განხილვების მიზანია ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა და მათი საჭიროებების გათვალისწინება.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში