ევროპარლამენტი ახალი შემადგენლობით მუშაობას 1-ელი დეკემბრიდან დაიწყებს. გამოცემა პოლიტიკოს ცნობით, გუშინ ევროპარლამენტმა შეთანხმებას მიაღწია დღემდე არდამტკიცებული 7 ევროკომისრის კანდიდატურაზე, რითაც პოლიტიკურ ფრაქციებს შორის რამდენიმე კვირიანი დავა დაასრულა.
წყაროს ცნობით, კანდიდატებზე დავა “ევროპულ სახალხო პარტიასა” და სოციალ-დემოკრატებს შორის მიმდინარეობდა. ახალი ევროკომისიის შემადგენლობაზე საბოლოო კენჭისყრა 26 ნოემბრის ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე იგეგმება.
ცნობისთვის, ახალ ევროკომისიაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობას ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი დაიკავებს, რომელიც ამ თანამდებობაზე ჯოზეფ ბორელს ჩაანაცვლებს.