აქციებთან დაკავშირებით ოპოზიცია შეთანხმებას არ ასაჯაროვებს

20 ნოემბერი 2024, 22:52 105 ნახვა

აქციებთან დაკავშირებით რაღაცაზე შევთანხმდით, რაღაცები კიდევ გვაქვს გასავლელი, მაგრამ წინასწარ არ ვიტყვით, კონსულტაციები გაგრძელდება სავარაუდოდ, „ჩათებშიც“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ძლიერ საქართველოსა“ და „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციები კვლავ გაგრძელდება.

„ვიმსჯელეთ იმ პრინციპული საკითხზე, რაზეც აქამდე ბევრჯერ გვისაუბრია. ვიმსჯელეთ საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციაზე, სრული თანხმობა გვაქვს ამასთან დაკავშირებით, მათ შორის ვიმსჯელეთ, როგორი უნდა იყოს კოორდინაცია. მეორე საკითხი არის აქაური ლეგიტიმაციის არმიცემა, ცალსახად ვთანხმდებით, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ მივცეთ. ვიმსჯელეთ აქციებზე, რომელზეც ბევრი ვისაუბრეთ, რაღაცაზე შევთანხმდით, რაღაცები კიდევ გვაქვს გასავლელი, კონსულტაციები გაგრძელდება, მაგრამ წინასწარ არ ვიტყვით. კონსულტაცები დღეს ღამეც ხვალ გაგრძელდება სავარაუდოდ, „ჩათებშიც““, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში