საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა

20 ნოემბერი 2024, 16:16 128 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ.

პრეზიდენტმა არჩევნების ფარულობასა და საყოველთაობის დარღვევასთან დაკავშირებით სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 19 ნოემბერს შეიტანა. მიიღებს თუ არა სასამართლო სარჩელს წარმოებაში ამის დასადგენად მას ერთთვიანი ვადა აქვს.

სარჩელი ეხება არჩევნებზე ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას, რომელსაც ფარულობა და საყოველთაობა ჰქვია. საუბარია, როგორც საქართველოს პარლამენტის, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებზე.

26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საკონსტირუციო სასამართლოში დღეს კიდევ ერთი სარჩელი შევიდა. სასამართლოს ამჯერად საქართველოს პარლამენტის 34-მა მოქმედმა დეპუტატმა მიმართა. 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში