ავიადარტყმების საფრთხის გამო, აშშ-ის საელჩოს შემდეგ, კიევში დღეს მუშაობა შეაჩერეს საბერძნეთის, იტალიისა და ესპანეთის საელჩოებმაც

20 ნოემბერი 2024, 15:23 109 ნახვა

აშშ-ის საელჩოს შემდეგ, ავიადარტყმების საფრთხის გამო კიევში დღეს მუშაობა შეაჩერეს საბერძნეთის, იტალიისა და ესპანეთის საელჩოებმაც.

საბერძნეთის დიპლომატიური მისია მოუწოდებს მოქალაქეებს, გადაადგილებისგან თავი შეიკავონ და უსაფრთხო ადგილებში დარჩნენ.

ესპანეთის საელჩო უკრაინაში მცხოვრებ მოქალაქეებს ურჩევს, უსაფრთხოების საგანგებო ზომებს მიმართონ, გაითვალისწინონ ადგილობრივი ხელისუფლების ყველა რეკომენდაცია და დარწმუნდნენ, რომ სიახლოვეს არის თავშესაფარი. საელჩოში აღნიშნავენ, რომ 20 ნოემბერს მუშაობას აჩერებენ მთელ უკრაინაზე ავიადარტყმების მაღალი რისკის გამო.

მოქალაქეები მუშაობის შეჩერების შესახებ იტალიის საელჩომაც გააფრთხილა.

მანამდე, კიევში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ აშშ-მა დროებით დახურა კიევში საელჩო უკრაინის დედაქალაქზე საჰაერო თავდასხმის საფრთხის გამო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში