აჭარის ხელოვნების მუზეუმში მხატვარ რომა ყაჭეიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე გრაფიკული და ფერწერული 22 ნამუშევარია წარმოდგენილი,რომლებზეც ავტორი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა.
როგორც მხატვარი აღწერს, ნახატებზე თანამედროვე ცხოვრებისეული პრობლემებია აღბეჭდილი. ეს არის რომა ყაჭეიშვილის მეორე პერსონალური გამოფენა ,რომელიც მუზეუმის გალერეაში 23 ნოემბრამდე გაგრძელდება .