საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს ეხმაურებიან კონსტიტუციონალისტები.
მათი განცხადებით, სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას არ გამოაცხადებს, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტს მუშაობის დაწყება არ შეუძლია და პარლამენტი ვერ ცნობს საკუთარ უფლებამოსილებას.
მათივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელი რომც არ დაკმაყოფილდეს, პროცესი დაახლოებით ერთი თვე მაინც გაგრძელდება.