დავით გაბაიძის კრიტიკა ოპოზიციაზე და შეფასებები

19 ნოემბერი 2024, 14:08 237 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს ეხმაურება რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი დავით გაბაიძე.  მისი თქმით ის, რომ  უსკომ  შეაჯამა უმაღლესი საბჭოს არჩევნები და ხელი მოეწერა შემაჯამებელ ოქმს, რომელსაც თან ერთვის უმაღლესი საბჭოს წევრებად არჩეულ პირთა სია ნიშნავს იმას, რომ  ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების არც ერთ წარმომადგენელს თავისი კანდიდატურის პარტიული სიიდან მოხსნის თაობაზე უსკოსთვის განცხადებით არ მიუმართავს. ეს კი რეგიონის პირველი კანონმდებლის შეფასებით  ,,სიების ჩახსნის” შესახებ, განცხადებები  მათივე დემაგოგიური ტაქტიკის ნაწილს წარმოადგენდა". 

ახალი მოწვევის უმაღლესი   საბჭოს  უკვე სიის პირველი ნომრის ეს განცხადება დემაგოგიურად და არასწორად შეაფასა ოპოზციის იმ ნაწილმა, ვინც საარჩევნო ბარიერი გადალახა თუმცა მანდატებზე უარს აცახდებენ.

აკრიტიკებენ უმაღლესი საბჭოს მოქმედ თავმჯდომარეს და მის პოლიტიკურ პოზიციონირებას, და აცახდებენ, რომ გაყალბებულ არჩევნებს ლეგიტიმაციას მათი საკანონმდებლო ორგანოში შესვლით არ მისცემენ.

თავის მხრივ  ოპონენტების პოლიტიკურ ბრალდებებს დავით გაბაიძე ოთხი მიმართულებით პასუხობს. აცხადებს, რომ ოპოზიცია სადეპუტატო სკამებს ამ მოწვევაში ისე დაიკავებს  როგორც 4 წლის წინ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში