ბათუმის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

19 ნოემბერი 2024, 14:15 175 ნახვა

ადმინისტრაციულ ერთეულებში ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გრძელდება. ბიუჯეტის პროექტს დღეს ხიმშიაშვილისა და აღმაშენებლის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობა გაეცნო.

ხვალ კი შეხვედრა აეროპორტის, სამრეწველო და კახაბრის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობასთან არის დაგეგმილი.

ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებზე დაინტერესებულ პირებს აქვთ საშუალება გაეცნონ ბიუჯეტის ძირითად მიმართულებებს, შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი შენიშვნები და მოსაზრებები, რომლებიც გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტის პროექტის კორექტირებისას.

ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე უნდა დამტკიცდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში