ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტი საჯარო განხილვა დაიწყო

18 ნოემბერი 2024, 18:07 352 ნახვა

ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა ადმინისტრაციულ ერთეულებში დაიწყო. ბიუჯეტის პროექტს დღეს მწვანე კონცხის, თამარისა და ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობა გაეცნო. საჯარო განხილვები ეტაპობრივად სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება.
მოსახლეობის მხრიდან გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი საკრებულოს დასამტკიცებლად არაუგვიანეს 10 დეკემბრამდე წარედგინება. შეხვედრები ხვალ ხიმშიაშვილისა და აღმაშენებლის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობასთან არის დაგეგმილი.
პროექტის მიხედვით, ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი 492 მილიონ ლარს შეადგენს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში