ეკატერინე მურვანიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

17 ნოემბერი 2024, 15:20 181 ნახვა

ეკატერინე მურვანიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ის მწვავე მეილობლასტურ ლეიკემიას ებრძვის. ამჟამად  ესაჭიროება ღეროვანი უჯრედების გადანერგვა.
მიმდინარეობს წინა სატრანსპლატაციო კვლევები, ასევე ელოდებიან პასუხს ეკატერინეს შვილის დონორად შეთავსების თაობაზე. კვლევებისა და მკურნალობისთვის 75 ათასი დოლარია საჭირო, ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის გამოყოფილი თანხები საკმარისი არ არის.
ძვირადღირებული მკურნალობისთვის ოჯახს სახსრები არ გააჩნია. დახმარების მსურველებმა თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ეკრანზე მითითებულ ანგარიშზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში