საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციამ კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე, რაც საზოგადოებისთვის ახალი დასკვნების გამოტანის საფუძველი იქნება.
მთავრობის მეთაურს კითხვა დაუსვეს გუშინ ცესკოს სხდომაზე მომხდართან დაკავშირებით, რაზეც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამის შეფასება მისი პრეროგატივა არ არის და ამ ქმედებას შესაბამისი უწყება შეაფასებს.
„ჩვენ უნდა დაველოდოთ ოფიციალურ სამართლებრივ კვალიფიკაციას. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, კიდევ ერთხელ აჩვენა ოპოზიციამ საკუთარი სახე, რაც საზოგადოებისთვის ახალი დასკვნების გამოტანის საფუძველი იქნება. მადლობას გადავუხდი ცესკოს გაწეული საქმიანობისთვის, იმისათვის, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყო არჩევნების ძალიან მაღალ დონეზე ჩატარება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.