„ნაცობა“ არის შავი ლაქა და „ნაცების“ მხარდაჭერა, სირცხვილი - რატი იონათამიშვილი

16 ნოემბერი 2024, 19:12 92 ნახვა

„ნაცობა“ არის შავი ლაქა და „ნაცების“ მხარდაჭერა – სირცხვილი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მმართველი გუნდის წარმომადგენელი ცესკო-ში მომხდარ დღევანდელ ინციდენტს გამოეხმაურა, სადაც არჩევნების შემაჯამებელ სხდომაზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილს დაუდგენელი ნივთიერება შეასხა.

„ფსევდოლიბერალი აგენტურის გაგებით, ის სტუდენტი რა სტუდენტია, „ნაცების“ მობრუნების აქციაში რომ არ აქვს მონაწილეობა მიღებული. მერე რა, რომ სამასი ათასი ხმის გაყალბების სიცრუეში უნდათ დააჯერონ. სინამდვილეში, „ნაცობა“ არის შავი ლაქა და „ნაცების“ მხარდაჭერა – სირცხვილი. ამიტომ, სწორი სამკლაურები უკეთიათ კოლექტიურ „ნაცებს“, შავი ლაქა“, – წერს იონათამიშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში