არჩევნებზე სავარაუდო მოსყიდვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღეს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა მანანა დუმბაძე.
ის 26 ოქტომბრის არჩევნებზე არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელი იყო და საარჩევნო პროცესს ბათუმში 37-ე უბანზე აკვირდებოდა.
დამკვირვებელი ერთ-ერთია მათ შორის ვინც ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე სამართალდამცავებს მიმართა.