ნინო ნიჟარაძე იაპონური კომპანია Digital Knowledge-ს აღმასრულებელ მენეჯერს და კომპანია Vitaars-ის სამედიცინო დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა

15 ნოემბერი 2024, 12:47 89 ნახვა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე იაპონური კომპანია Digital Knowledge-ს აღმასრულებელ მენეჯერს და კომპანია Vitaars-ის სამედიცინო დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იოშიჰირო გიოდა და კენჯი იჩიმურა საქართველოში, მათ შორის აჭარაში, მედდების უწყვეტი განათლების პლატფორმის შექმნის და ტრენინგ-კურსების დისტანციურ რეჟიმში დანერგვის პროექტზე მუშაობენ.

"იაპონური კომპანიების წარმომადგენლებმა საქათველოში აღნიშნულ პროექტზე მუშაობა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყეს. ამ ხნის განმავლობაში სამუშაო შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებთან.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში გამართული მორიგი შეხვედრის მიზანს, პროექტის მიმდინარეობის მიმოხილვა და სამომავლო გეგმების განხილვა წარმოადგენდა. პროექტის განხორციელება იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იგეგმება"- განმარტავენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში