ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის 122-ე საბჭოს სხდომაში მონაწილეობს

15 ნოემბერი 2024, 10:49 95 ნახვა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე კოლუმბიაში, კარტახენაში გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს მიმდინარე სხდომას ესწრება. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, 122-ე საბჭოს სხდომა გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა გახსნა.

ღონისძიებას ესწრებიან გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ტურიზმის მინისტრები და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, საბჭოს სხდომის ფარგლებში ტარდება თემატური სადისკუსიო პანელები, სადაც ორგანიზაციის მიმდინარე და შემდგომი საქმიანობა განიხილება.

საბჭოს სხდომას ესწრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული.

ღონისძიების ფარგლებში თემატური სადისკუსიო პანელები ტარდება, სადაც საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს, განიხილება ტურიზმის ინდუსტრიაში მიმდინარე ტრენდები, ზრდის დინამიკა და სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივები.

122-ე საბჭოს სხდომის ფარგლებში ტურიზმის გლობალური ინვესტიციებისა და ინოვაციების ფორუმი გაიმართა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებს საშუალება ჰქონდათ, მიღწევების შესახებ გამოცდილება გაეზიარებინათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში