პარლამენტს ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება, პარლამენტს სჭირდება სახალხო ლეგიტიმაცია - პრემიერი

15 ნოემბერი 2024, 10:11 106 ნახვა

პარლამენტს ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება, პარლამენტს სჭირდება სახალხო ლეგიტიმაცია, რომელიც ამ პარლამენტმა უკვე მიიღო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციის ლეგიტიმაცია რომ სჭირდებოდეს რომელიმე პარლამენტს რომელიმე ქვეყანაში, ამ შემთხვევაში ვერც ერთი დემოკრატიული სისტემა ვერ იფუნქციონირებდა.მისივე თქმით, ოპოზიციას დღეს არ აქვს ის რესურსი, რაც ჰქონდათ 4 წლის წინ.

ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ვიზიტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროპელი დეპუტატების ჩართული იყო საქართველოში წინასაარჩევნო აგიტაციაში ოპოზიციის სასარგებლოდ, ამიტომ არავითარი აზრი და ფასი ამ ადამიანებთან შეხვედრას არ ჰქონდა. ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ ევროპარლამენტარებმა ოპოზიციის გარშემო ხალხი ვერ შეკრიბეს და ვიზიტებით ცდილობენ ოპოზიციის ინტერესების გამაგრებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში