საზღვაო მეთევზეობის ფორუმი

13 ნოემბერი 2024, 17:56 231 ნახვა

აზიის საზღვაო და მეთევზეობის უნივერსიტეტების 22-ე საერთაშორისო ფორუმს ბათუმი მასპინძლობს. კონფერენცია ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში ტარდება და მასში 15 ქვეყნიდან 50 დელეგატი მონაწილეობს.
ფორუმის წლევანდელი თემაა “მომავლის ნავიგაცია:მდგრადი მეთევზეობა, საზღვაო განათლება და წვრთნა გემების ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში“.
სამი დღის განმავლობაში საზღვაო საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლები სწავლების, პრაქტიკისა და დასაქმების პრობლემებზეც იმსჯელებენ.
ორგანიზატორების განცხადებით, ფორუმის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო აკადემიურ თანამშრომლობასა და ერთობლივი კვლევების დაგეგმვას.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი