კანონმდებლობა ახალარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს - ცესკო

12 ნოემბერი 2024, 17:14 218 ნახვა

კანონმდებლობა ახალარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს, – ამის შესახებ ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, რეგისტრაციის გაუქმება არ ხდება არც პარტიების მომართვის და არც პირადი განცხადების შემთხვევაში.

„მოქმედი კანონმდებლობა ახალარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს. არ ითვალისწინებს როგორც პარტიების მომართვის შემთხვევაში, ასევე პირადი განცხადებების შემთხვევაში და სხვაგვარი რეგულირება საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული არ არის“, – აღნიშნა სანტურიანმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი