B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მედიკამენტოზური მკურნალობა უახლოეს დღეებში დაიწყება

12 ნოემბერი 2024, 10:19 217 ნახვა

B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მედიკამენტოზური მკურნალობა უახლოეს დღეებში დაიწყება. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში აცხადებენ, მედიკამენტი უკვე საქართველოშია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის ივნისიდან დაიწყო. პაციენტები სერვისს სრულიად უფასოდ მიიღებენ. B ჰეპატიტის მართვის პროგრამაში 15-ზე მეტი კლინიკაა ჩართული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში