ჩვენ აქ ვიმყოფებით სოლიდარობის გამოსახატავად საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის, ვინც მიიღწვის ევროკავშირის წევრობისკენ და სწამს დემოკრატიის ღირებულებების და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთმა საქართველოს პრეზიდენტსა და ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტების დელეგაციას შორის შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ინტერვენციები მნიშვნელოვანია და ქვეყანაში არსებული პრობლემის დროს ჩარევა სწორი პრაქტიკაა.
“მინდა პირადი შენიშვნით დავიწყო: ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მმართველ პარტიას სურს ჩვენს ნდობას ძირი გამოუთხაროს. ნათლად მოგახსენებთ - ჩვენ წარმოვადგენთ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენ ძალზე განსხვავებული პოლიტიკური წარსული და იდეოლოგიური საფუძველი გვაქვს. ჩვენ წარმოვადგენთ 8 ქვეყანას, მაგრამ ჩვენ ყველა ვეკუთვნით ევროპას, ევროკავშირს, აქ ვიმყოფებით როგორც ქართველი ხალხის მეგობრები. ჩვენ აქ არ ვიმყოფებით, როგორც მტრები. აქ არ ვიმყოფებით იმისთვის, რომ ბიძგი მივცეთ რეჟიმის ცვლილებას. ვიცი, ზოგჯერ რთულია, როდესაც მეგობარი გაწუხებს, მაგრამ ვალდებული ვართ, ეს გავაკეთოთ.
ინტერვენციები ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია. ნორმალური პრაქტიკაა, რომ მაგალითად ჩემი კოლეგები ახდენენ ინტერვენციას, ჩარევას, როდესაც გერმანიაში იქმნება პრობლემები და ვიხილავთ ჩვენი წევრი ქვეყნების მომავალს. ვუზიარებთ ჩვენს პოზიციებს ერთმანეთს როდესაც საქმე ეხება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. ამიტომ ვართ მყარი ევროპელები, ერთი ოჯახი. ოჯახი ნიშნავს მრავალფეროვნებს. ჩვენ აქ ვიმყოფებით სოლიდარობის გამოსახატავად საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის, ვინც მიიღწვის ევროკავშირის წევრობისკენ და სწამს დემოკრატიის ღირებულებების და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების.
ჩვენ ვიმყოფებით აქ, რადგან ძალზეც შეშფოთებულები ვართ უკანასკნელი არჩევნებით. ბოლო დროის არჩევნები საქართველოში არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. უმრავლესობა საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის ფარულობა არ იყო უზრუნველყოფილი. ადგილი ჰქონდა ამომრჩეველთა მოსყიდვას, დაშინებას. მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა ძირი გამოუთხარეს დემოკრატიას, რამაც კითხვები დასვა არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ, მაკრონის, ტუსკის და შოლცის მოწოდებას, რომ მოხდეს ამ სერიოზული განაცხადების გამოძიება. ევროპული საბჭო და სხვა ორგანიზაციები უნდა ჩაერიონ სანამ ნათელი არ მოეფინება ამ არჩევნებს. ევროკავშირი ვერ აღიარებს, ამ არჩევნების ლეგიტიმაციას, თუ ეს განცხადებები დამოუკიდებლად არ იქნება გამოძიებული. ჩვენ მოვითხოვთ ინდივიდუალურ სანქციებს, იმათ მიმართ ვინც პასუხს აგებს ამომრჩეველთა მანიპულაციაზე და დაშინებაზე. ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა ინსტრუმენტი და ასევე უვიზო რეჟიმის შეწყვეტა, რაც არის ყველაზე დიდი მიღწევა, არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ ყველა დოკუმენტები უნდა დავდოთ მაგიდაზე. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. თუ გაგრძელდება ანტიევროპული ტრაექტორია და გაგრძელდება ევროკავშირის პრინციპების ძირის გამოთხრა საქართველოს პროგრესი შეჩერებული დარჩება. საქართველოს პოლიტიკა შეუსაბამოა ევროკავშირის წევრობასთან “,- განაცხადა როთმა.