სადაო კანონების გაუქმების მოწოდება

09 ნოემბერი 2024, 15:01 272 ნახვა

შოლცის, მაკრონისა და ტუსკის წინადადება საქართველოს ხელისუფლებას -  საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის პირველი პირები ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებას მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერენ, თუ სადაო კანონები გაუქმდება. უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონების გაუქმებისკენ მოწოდება ოპოზიციისთვის მისაღებია.
აცხადებენ, რომ ნებისმიერი კანონის გაწვევა, გაუქმება და გადახედვა უნდა მოხდეს, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესისთვის ბარიერი იქნება. მოწოდების მიუხედავად, მმართველი პარტია არ აპირებს უარი თქვას კანონებზე, რომლებიც, მათივე შეფასებით, საზოგადოების დაკვეთაა.
მათთვის გაუგებარია, რატომ სვამენ ევროპელი ლიდერები ტოლობის ნიშანს გაუმჭვირვალობასა და ევროპას შორის და ტოლობის ნიშანს ლგბტ პროპაგანდასა და ევროპას შორის.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში