ამერიკის შეერთებულ შტატებში 47-ე პრეზიდენტს აირჩევენ. საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს უპირისპირდებიან რესპუბლიკური პარტიიდან ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ხოლო დემოკრატიული პარტიიდან – ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.
ხმის მიცემის უფლება 150 მილიონზე მეტ ამერიკელს აქვს და მოსალოდნელია მაღალი აქტივობა, რომელიც შესაძლოა, გაუტოლდეს ან გადააჭარბოს კიდეც 2020 წლის რეკორდულ მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ 80 მილიონამდე ამერიკელმა ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი 5 ნოემბრამდე, ანუ არჩევნების დღემდე გააკეთა.
დღეს პირველი საარჩევნო უბანი თბილისის დროით 09:00 საათზე, გაიხსნა.