სააპელაციო სასამართლოში არჩევნების საქმეების განხილვა გადაიდო

05 ნოემბერი 2024, 18:03 347 ნახვა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრების განხილვა, უბნების ბათილობასთან დაკავშირებით ხვალისთვის გადაიდო. სხდომა 14 საათზე ჩაინიშნა.
სააპელაციო სასამართლოსთან მისვლისკენ მხარდამჭერებს ოპოზიციის ლიდერებმა დღეს დილით მოუწოდეს, მანამდე კი აქცია სპორტის სასახლესთან იყო დაანონსებული. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარებაა.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში