აქციის მონაწილეები მსვლელობით სადგურის მოედნის მიმართულებით მიემართებიან

05 ნოემბერი 2024, 17:13 250 ნახვა

სააპელაციო სასამართლოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, მსვლელობით წერეთლის გამზირზე, სადგურის მოედნის მიმართულებით გადაადგილდებიან. აქციის მონაწილეებს წინ პოლიტიკური პარტიები ლიდერები მიუძღვებიან.

მათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ და შემხვედრ მოქალაქეებს მსვლელობაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებენ.

წესრიგის უზრუნველსაყოფად მსვლელობის მონაწილეებს საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც მიჰყვება.

ოპოზიციის ლიდერები დღეს თავდაპირველად სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ. გუშინ აქციის გამართვა სპორტის სასახლესთან დაანონსდა, თუმცა დღეს ოპოზიციამ გადაწყვეტილება შეცვლა. ოპოზიციის ლიდერების განმარტებით, გეგმა თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეიცვალა. მათი თქმით, ახლა აუცილებელი იყო სააპელაციო სასამართლოსგან მოეთხოვათ სამართლიანი განხილვები. ამასთან, სააპელაციო სასამართლოში დღეისთვის ჩანიშნული სარჩელების განხილვა გადაიდო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში