შალვა პაპუაშვილის განცხადება

05 ნოემბერი 2024, 11:50 266 ნახვა

საინფორმაციო თავდასხმა არჩევნებზე,  დეზინფორმაცია როგორც ჰიბრიდული ომის იარაღი - პარლამენტის თავმდჯდომარემ შემაჯამებელი ბრიფინგი დღეს ამ საკითხზე გამართა. მან იმ დეზინფორმაციებზე ისაუბრა, რომლებსაც მისი განცხადებით, ოპოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით ავრცელებს. მათ შორის დეზინფორმაცია ამომრჩევლის რაოდენობის შესახებ, საჩივრების სტატისტიკის შესახებ, ხმების ორმაგად მიცემის შესახებ, პაპუაშვილის თქმით, დეზინფორმაციაა ფარულობის დარღვევის შესახებ საუბარიც.

მაგალითად მოიყვანა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ჩანს ბიულეტენი, ამომრჩეველი, და მის მიერ გაკეთებული არჩევანი.

პაპუაშვილი ამბობს, რომ გაყალბებულია ედისონ რისერჩის და ჰარისის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში