ხაზარაძე ოპოზიციას ერტად დგომისკენ მოუწოდებს

04 ნოემბერი 2024, 22:53 246 ნახვა

როდესაც ხალხი არის გაბრაზებული, უნდა იყო ხალხთან ერთად. სცენაზე არ ამოვალ, იმასთან არ დავდგები, ქვეყანა გვეღუპება, მიდის რუსეთში და მერე არჩიე, ვინ ვისთან იდგა და ვინ ვისთან არ იდგა, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა დრო არის, რომ ყველა ხალხთან ერთად იდგეს.

„ყველა უბანში, ყველა ქუჩაზე უნდა გამოვაფხიზლოთ ჩვენი მოქალაქეები და ვუთხრათ, სახლში ჯდომის დრო არ არის. თქვენ წაგართვეს მომავალი. აქ მოგება-წაგებაზე კი არ არის საუბარი. როცა გართმევენ, იქ ვერ დაამტკიცებ, მოიგე თუ წააგე. ჩვენ უნდა გვქონდეს სამართლიანი არჩევნები და ამ უსამართლო არჩევნების პირობებშიც თბილისი მოიგო ოპოზიციამ. ამიტომ აუცილებელია, გამოვიდეს ყველა ის ადამიანი, რომელმაც მოიგო ეს არჩევნები და ეს მუხტი გადასდოს იმ სხვა ქალაქებს, სადაც წააგეს. როცა არის დიდი პროტესტი, ამდენი ადამიანი რამდენ კარავში უნდა დავეტიოთ? ჩემი ხედვაა, რომ ეს პროტესტი გავშალოთ მთელი ქალაქის მასშტაბით. როცა ხალხი არის გაბრაზებული, უნდა იყო ხალხთან ერთად. სცენაზე არ ამოვალ, იმასთან არ დავდგები, ქვეყანა გვეღუპება, მიდის რუსეთში და მერე არჩიე, ვინ ვისთან იდგა და ვინ ვისთან არ იდგა“, – განაცხადა ხაზარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი