70 წლის ასაკში გარდაიცვალა მწერალი და პოლიტიკოსი ზაალ სამადაშვილი.
ზაალ სამადაშვილი ავტორი იყო რამდენიმე წიგნისა, მათ შორისა: „ბოშები“, „პლეხანოვური ამბები“ და სხვა.
იგი, ასევე, იყო სცენარის ავტორი ფილმებისა „თემო“ და „გარსევანი“. სამადაშვილმა 2007 წელს დააარსა ლიტერატურული პრემია „გალა“.
ზაალ სამადაშვილი 2008-2013 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.