გარემოს დაბინძურებაზე კონტროლი ძლიერდება

14 აპრილი 2017, 00:00 4051 ნახვა

მოქალაქეები საყოფაცხოვრებო ნივთებით გარემოს დაბინძურების შემთხვევაში მკაცრად დაჯარიმდებიან. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლები   მოსახლეობის მიერ გარემოს დაბინძურების ფაქტების აღსაკვეთად 24 საათიან პატრულირებას გადავიდნენ, -  განცხადებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ავრცელებს. 
    
სამინისტროს ვებ-გვერდი ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებზე ავრცელებს ინფორმაციას:  

2 კილოგრამამდე მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 80 ლარის ოდენობით, იგივე ქმედება, ჩადენილი საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობა ნაგებობიდან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარამდე. 

თუ ნარჩენების გადმოყრა მოხდება ავტოტრანსპორტიდან, კანონი ითვალისწინებს მძღოლის დაჯარიმებას.  საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში კი ის პირი დაჯარიმდება, რომელიც უშუალოდ დაყრის ნაგავს. სანქცია 120 ლარის ითვალისწინებს. 

სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, საბურავების ან რკინის ან სხვა საყოფაცხოვრებო   ნივთებით გარემოს დანაგვიანება კი 100 დან 1500 ლარამდე მერყეობს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი