ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს

31 ოქტომბერი 2024, 10:39 229 ნახვა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ აჭარაში  საარჩევნო უბნებს   „ქართულ ოცნებასთან“ დაკავაშირებული პირები აკონტროლებდნენ და არჩევანის  ფარულობა იყო დარღვეული.

ბონდო თედორაძის განცხადებით,  საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე,  ხელისუფლების მხარდამჭერები წარადგინა  უბნებზე და მათ დაავალა  არჩევანის გაკონტროლება.  

ამის გარდა, თედორაძე ამბობს, აჭარის მუნიციპალიტეტებში  რწმუნებულები და მერები ამომრჩევლებს   აფრთხილებდნენ  რომ კენჭისყრის დღეს  მათ ეცოდინებოდათ, თუ რომელ პარტიას დაუჭერდნენ მხარს. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ კონკრეტულ მუნიციპალიტეტებზე   საუბრობს და მიმართავს შესაბამის უწყებას მოთხოვნით, ამ პირებს აეკრძალოთ   საარჩევნო  ოლქში  საქმიანობა.

ბრალდებებს უარყოფენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ბათუმის ოლქის თავმდჯომარის განცხადებით, შეუძლებელი იყო საარჩევნო უბანზე ვინმეს გაეკონტროლებინა ამომრჩეველმა თუ რომელ პარტიას დაუჭირა მხარი და კომისისს წევრებიც გამოცდილების შესაბამისად შეირჩნენ. ზვიად სურმაძე ამბობს, რომ მსგავსი ბრალდებები კენჭისყრის პროცესისის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში