უკვე მერამდენედ, აგენტურული ოპოზიცია და მათი თანამზრახველები ცდილობენ ხალხის მოტყუებას იმის შესახებ, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ყალბდება - მამუკა მდინარაძე

30 ოქტომბერი 2024, 12:18 374 ნახვა

"უკვე მერამდენედ ხდება, როდესაც აგენტურული ოპოზიცია და მათი თანამზრახველები ცდილობენ უხეშ მანიპულაციებს და ხალხის მოტყუებას იმის შესახებ, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ყალბდება," - ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძე აცხადებს, ხელისუფლება არჩევნების გაყალბების შესახებ არც ერთი მანიპულაციური განცხადების გატარებას არ აპირებს.

„უკვე მერამდენედ ხდება, როდესაც აგენტურული ოპოზიცია და მათი თანამზრახველები ცდილობენ უხეშ მანიპულაციებს და ხალხის მოტყუებას იმის შესახებ, რომ ქვეყანაში არჩევნები ყალბდება. რაც არ უნდა გავაუმჯობესოთ და რაც არ უნდა ელექტრონული არჩევნები ჩავატაროთ უკვე ისინი იმდენად დიდ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ ქართული საზოგადოების, რომ დღეს გვეუბნებიან 300 ათასი ხმა გაყალბდა ელექტრონულ არჩევნებში. ეს ფაქტები რომ არ გაგრძელდეს ჩვენ ბოლომდე უნდა ჩავყვეთ ყველა დეტალს იმისთვის, რომ ვეღარ მოახერხონ ქართული საზოგადოების მოტყუება.

 

ერთ-ერთი მათ შრის არის „ისფედის“ ანგარიში, რომელიც მიუხედავ იმისა. რომ 4 დღეა არჩევნების დასრულებიდან გასული, დღემდე არ გამოქვეყნებულა. მათ ქართულ საზოგადოებას მიუგდეს ერთი განცხადება, სადაც შუაში სხვათა შორის დაწერეს, რომ მათი მონაცემები და ამ მონაცემების ვერიფიკაცია შეესაბამება ცესკოს მონაცემებს, თუმცა იქ არის უამრავი დეტალი , რომელიც ძალიან საინტერესო, თუმცა „ისფედი“ არც ჩქარობს და არც აპირებს ამ მონაცემების გამოქვეყნებას.

 

მათ არ უნდათ მტკიცებულება წარმოადგინონ, რომელიც აგენტურული ოპოზიციის გეგმებს შეეწინააღმდეგება. მტკიცებულების სახით სიმართლე არის ამ დოკუმენტში ასახული. ბევრი ტყუილიც იქნება, მაგრამ ეს ტყუილ - მართალი მაინც გამოაქვეყნონ. რაც მთავარია იქ იქნება დაწერილი, რომ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები ერთი-ერთში ემთხვევა ცესკოს მონაცემებს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, „საქსტატის“ მონაცემები შეესაბამება იქ მცხოვრები, ადგილზე მყოფი ადამიანების რაოდენობას. მასში არ შედის არც ემიგრანტი, არც სხვა ქალაქსა თუ სოფელში მცხოვრები ადამიანი და ამასთან დაკავშირებით მანიპულაცია არის უმძიმესი შეურაცხყოფა ქართული საზოგადოების.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ რამდენიმე დღეში წარმოადგენს მტკიცებულებებს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ და როგორ მოიპარა ხმები.

მდინარაძის განცხადებით, უკვე რამდენიმე ფაქტი გააჩნიათ, როდესაც მათი მომხრე ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო უბანზე და არ აღმოჩნდა სიაში. როგორც აღმოჩნდა, რაღაც გაურკვეველი ნომრებით ისინი დარეგისტრირებულები იყვნენ დამკვირვებლებად რომელიღაც რეგიონში საარჩევნო უბნებზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი