ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს, ისინი არჩვენების გაყალბებაზე საუბრობენ და საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ითხოვენ. ეს ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომელიც აქციაზე გაჟღერდა, გარდა ამისა მოთხოვნებს შორისაა ხელახალი არჩევნები, ცნობილია, რომ ოპოზიცია მანდატებზე უარს ამბობს და პროტესტის გაგრძელებას გეგმავს. იმართება კონსულტაციებიც.
სიების ჩახსნის და პარლამენტის ლეგიტიმაციის შესახებ ისაუბრა ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის პირველი სხდომა შედგება და საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას ხელი ვერ შეეშლება.