საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ფინანსები, არხის რეიტინგი და მონიტორინგის შედეგები.
დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,აჭარის ტელევიზიისა და რადიოს’’ მრჩეველთა საბჭომ დირექტორის 3 თვის საქმიანობის, პირველი კვარტალური ანგარიში მოისმინა.
ნათია კაპანაძემ ძირითადი აქცენტი მაუწყებლის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებაზე, მის ტექნიკურ და შინაარსობრივ ნაწილზე გააკეთა. მრჩეველთა საბჭო ტელევიზიისა და რადიოს გამოწვევებსა და მიღწევებსაც გაეცნო, დირექტორმა მომდევნო კვარტალში განსახორციელებელ საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მრჩეველთა საბჭოს წევრების ერთ-ერთი კითხვა საკადრო ცვლილებებს ეხებოდა.