ამ ეტაპზე სიების ჩახსნა შეუძლებელია, შესაძლებელია მხოლოდ უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, მათთვის ვინც პარლამენტში არ შევიდა - მდინარაძე

28 ოქტომბერი 2024, 14:42 324 ნახვა
 
"სიების ჩახსნა ახლა კანონმდებლობით არ შეიძლება. ეს შეიძლებოდა რაღაცა ვადის განმავლობაში და შემდეგ შეუძლიათ, როცა უფლებამოსილება იცნობა, ამის შემდეგ, ოღონდ, ვინც პარლამენტში არ შევიდა, მხოლოდ მათი", - ამის შესახებ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
 
„კანონის კითხვა ან არ იციან, ან მავნებლები არიან. ეს უნდა განვმარტოთ კარგად, ძალიან მოკლედ. სერიოზული განმარტებაც არ შეიძლებოდა მაგრამ, მოსახლეობა, ყველა იურიდიულ ნიუანსებში არ არის გარკვეული, ამიტომ, მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებისთვის. თვითონ ძალიან კარგად იციან რას მავნებლობენ და იტყუებიან.

2/3-ზე საუბრობენ, ანუ ას მანდატზე, რომელიც სჭირდება მათი თქმით, მათი ტყუილის მიხედვით ლეგიტიმაციას. არა, 2/3-ის უფლებამოსილების ცნობა უნდა განახორციელოს პარლამენტმა უმრავლესობით. ანუ 2/3-მა კი არა, 2/3-ის. აი, აქ იტყუებიან.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მინიმუმ 2/3-ის უფლებამოსილება უნდა ცნოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით. 76 მანდატი საკმარისია და 2/3-ის უფლებამოსილების ცნობაა საკმარისი. 2/3-ის კი არა, ყველას უფლებამოსილებას ვცნობთ აბსოლუტურად.

რაც შეეხება სიების ჩახსნას, სიების ჩახსნა ახლა კანონმდებლობით არ შეიძლება. ეს შეიძლებოდა გარკვეულ ვადამდე. მას შემდეგ შეუძლიათ, როდესაც უფლებამოსილება იცნობა, ოღონდ ვინც პარლამენტში არ შევიდა მხოლოდ მათი. დამთავრდა აქ, წერტილია დასმული. დანარჩენი ყველაფერი არის სისულელე.

კიდევ ერთხელ გავიმეორე, ვიღაცისთვის განმარტება თუ საკმარისი არ არის. 2/3-ის უფლებამოსილება უნდა ცნოს საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით. ერთი კონსტიტუციური დათქმა და მეორე, ჩახსნა სიების ახლა არ შეუძლიათ. ახლა არ არის კანონის მიერ დადგენილი დრო. შეეძლოთ რაღაც ეტაპამდე, როდესაც სიები წარადგინეს. იმის შემდეგ ჩახსნა არ შეუძლიათ და შეუძლიათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარლამენტის უფლებამოსილებას ცნობს პარლამენტი ხმათა უმრავლესობით, ოღონდ მხოლოდ იმ სიის ჩახსნა, რომელიც არის გასულებს მიღმა. ანუ, თუ რომელიღაც პარტიიდან გავიდა 15 წევრი, მეთექვსმეტედან შეუძლიათ ჩახსნან. თავიანთი თავის ჩახსნა, ვინც გასულები არიან, შემდეგაც არ შეუძლიათ“, - განმარტა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი