არჩევნები კარგად ორგანიზებული იყო, არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა დასავლურ ქვეყანაში არსებობს მომზადების ასეთი მაღალი დონე - საერთაშორისო დამკვირვებელი, ალან ავრილი

27 ოქტომბერი 2024, 15:42 236 ნახვა

გაკვირვებული ვარ იმით, თუ რა ორგანიზებულად და გამართულად ჩატარდა საარჩევნო პროცესი, - ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, ალან ავრილმა მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც არჩევნებზე დაკვირვების პირველადი ანგარიში წარადგინეს.

„ეს იყო ძალიან კარგად ორგანიზებული არჩევნები, არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა დასავლურ ქვეყანაშია ასეთ მაღალ დონეზე არჩევნები ორგანიზებული“, - აღნიშნავს დამკვირვებელი.

საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში არჩევნები უმაღლესი სტანდარტის დაცვით, მშვიდ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი