საარჩევნო უბნებზე გარემო იყო მშვიდი და კარგად ორგანიზებული - საერთაშორისო დამკვირვებელი კანდელა სოლ სილვა

27 ოქტომბერი 2024, 14:20 237 ნახვა

ჩემი დაკვირვებით, საარჩევნო პროცესი ჩატარდა გამჭვირვალედ, – ამის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის წევრმა, კანდელა სოლ სილვამ განაცხადა.

„ყველა პროცედურა მკაფიოდ იყო გაწერილი და დამკვირვებლებს ჰქონდათ წვდომა. ამომრჩეველთა აქტივობა იყო შესამჩნევად მაღალი. საარჩევნო უბნებზე გარემო იყო მშვიდი და კარგად ორგანიზებული. მე არ მინახავს რაიმე ძალადობრივი ვითარება იმ ადგილებში, სადაც ვიმყოფებოდი. საერთაშორისო სადამკვირვებლო პროცესი ხელს უწყობს არჩევნების საერთო სანდოობას. ჩემთვის სასიამოვნო იყო ამ ქვეყნისა და ლამაზი ხალხის გაცნობა“, – განაცხადა კანდელა სოლ სილვამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი