შუახევში ხმებს მთელი ღამის განმავლობაში ითვლიდნენ, პირველადი მონაცემებით ლიდერობს "ქართული ოცნება"

27 ოქტომბერი 2024, 09:29 331 ნახვა

შუახევში ხმებს მთელი ღამის განმავლობაში ითვლიდნენ. როგორც შუახევის 82 საუბნო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, პირველადი მონაცემებით ლიდერობს "ქართული ოცნება", მას მოჰყვება "ნაციონალური მოძრაობა" და შემდგომ მოდის "ლელო" და "გახარია საქართველოსთვის". შუახევში სულ დაიწერა 2 საჩივარი, ორივე პროცედურული ხასიათისაა და საოლქო კომისიის ინფორმაციით, არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

შუახევში სულ 48 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, აქედან 29 ტრადიციული უბანი, დარჩენილ 19 უბანზე ელექტრონული ტექნოლოგიებით მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი. ტრადიციული უბნები საოლქოსგან 20 კილომეტრით იყო დაშორებული და 300-ზე ნაკლები ამომრჩეველი ფიქსირდებოდა. შუახევში საარჩევნო პროცესს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები აკვირდებოდნენ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში