ცენტრალური საარჩევნო კომისია 3 111 საარჩევნო უბნიდან 2 255 უბნის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს

27 ოქტომბერი 2024, 09:06 587 ნახვა

დილის 8 საათისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისია 3 111 საარჩევნო უბნიდან 2 255 უბნის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს. რაც 97 პროცენტზე მეტს შეადგენს. 5 პროცენტიანი ბარიერი 5-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა."ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობამ" – 10.07% მიიღო რაც (201 ათას 937 ხმა) "ქართულ ოცნებას" ხმათა 54,24% აქვს. მმართველმა პარტიამ,მილიონ 87 ათას 801 ხმა მიიღო. რაც შეეხება ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას, მათი მონაცემები, ჯამში, 37.33%-ს შეადგენს: უფრო კონკრეტულად "კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა" – 10.81% (216 ათას 691 ხმა); "გახარია საქართველოსთვის" – 7.73% (154 ათას 916 ხმა). "ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" – 8.72% (174 ათას 921 ხმა).

ცნობისთვის ცესკომ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 21 ნოემბრამდე უნდა გამოაცხადოს აპარატების დათვლის გარდა, საარჩევნო უბნებში მიმდინარეობს ხმების ხელით გადათვლის პროცედურები. ასევე ბიულეტენებს ითვლიან იმ საარჩევნო უბნებში, სადაც არჩევნები ტრადიციული წესით ჩატარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში