უმოკლეს დროში, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომელთაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებებს დავიწყებთ - თინა ბოკუჩავა

26 ოქტომბერი 2024, 21:09 303 ნახვა
 

უმოკლეს დროში, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი, დავიწყებთ მოლაპარაკებებს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე - "ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, დღეს არ გაიმარჯვა რომელიმე ერთმა პარტიამ, გაიმარჯვა ქვეყნის ევროპულმა მომავალმა და “ქართული ოცნება” დამარცხდა.

"ქართველმა ხალხმა ამ ისტორიულ არჩევნებზე გააკეთა არჩევანი კოალიციურ მთავრობაზე, კოალიციურ ხელისუფლებაზე. ჩვენ ამ ნდობას, რომელიც მივიღეთ ქართველი ხალხისგან, ვეპყრობით ძალიან დიდი პასუხისმგებლობით, შესაბამისად, უმოკლეს დროში, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი, დავიწყებთ მოლაპარაკებებს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აუცილებლად შეიყვანს ევროკავშირში”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში