ბედნიერი ვარ, რომ ხალხმა, მათმა სიბრძნემ, მათმა პოზიციამ, ისტორიის მართალ მხარეს კიდევ ერთხელ დაგვაყენა - თორნიკე რიჟვაძე

26 ოქტომბერი 2024, 21:11 205 ნახვა

მადლობა საქართველოს მოქალაქეებს ამ უწყვეტი მხარდაჭერისთვის. მინდა მათ დავპირდე, რომ ჩვენი გუნდი, ჩვენი ლიდერების ხელმძღვანელობით გააკეთებს ყველაფერს, რომ მათ გულწრფელად ემსახუროს, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ "გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.

„ბედნიერი ვარ, რომ ხალხმა, მათმა სიბრძნემ, მათმა პოზიციამ, სიმყარემ ჩვენ ისტორიის მართალ მხარეს კიდევ ერთხელ დაგვაყენა“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

„გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 18:30 საათის მონაცემებით 56.1 % მიიღო. ცდომილების ზღვარი +- 2.5 პროცენტია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი