საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება

26 ოქტომბერი 2024, 16:03 233 ნახვა

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს აქტიურად აკვირდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საიას დამკვირვებლებმა 3 საათისთვის, საერთო ჯამში, ჩანაწერთა წიგნში დააფიქსირეს 27 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში 23, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე - 11 საჩივარი.

ორგანიზაციის განცხადებით საარჩევნო პროცესი კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევებით გრძელდება. გამოვლინდა ამომრჩევლის ხმის ფარულობის დარღვევის, დამკვირვებლებისა და მედიისთვის საქმიანობაში ხელშეშლის და აგიტაციის ფაქტები, რაც არღვევს არჩევნების სამართლიან და უსაფრთხო გარემოში ჩატარების პრინციპს.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს საია ქვეყნის მასშტაბით 55 მუნიციპალიტეტში, 64 საარჩევნო ოლქში და საზღვარგარეთის 15 ქვეყანაში 650-მდე დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში