დაწერილ 102 საჩივარს შორის, არსებითი ხასიათის ისეთი საჩივარი არ არის, რომელსაც შეუძლია, საარჩევნო პროცესზე რაიმე სახით ზეგავლენა მოახდინოს - გივი მიქანაძე

26 ოქტომბერი 2024, 14:43 261 ნახვა
 
 

დაწერილ 102 საჩივარს შორის, არსებითი ხასიათის ისეთი საჩივარი არ არის, რომელსაც შეუძლია, საარჩევნო პროცესზე რაიმე სახით ზეგავლენა მოახდინოს, - ამის შესახებ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით, მარნეულის საარჩევნო ოლქის, 69-ე უბნის მოცემულობა საერთო შედეგებში ასახული არ იქნება.

„ცესკოს თავმჯდომარემ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ ამ უბნის შდეგები გათვალისწინებული არ იქნება და აღნიშნულ უბანში არჩევნების პროცესი შეჩერდა და შესაბამისად, ამ უბნის მოცემულობა არ იქნება ასახული საერთო შედეგებში“, - განაცხადა მიქანაძემ.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში