12:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 22,22 პროცენტს შეადგენს

26 ოქტომბერი 2024, 13:21 274 ნახვა
 

12:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 22.22 პროცენტს შეადგენს, საარჩევნო უბნებზე მისულია 324 270 ამომრჩეველი, – ინფორმაციას, ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება – 31.15%, ყველაზე დაბალი კი აჭარაში – 19.83%.

რეგიონების მიხედვით პროცენტული განაწილება კი შემდეგნაირია: თბილისი – 23,18%, კახეთი – 23,89%, მცხეთა-მთიანეთი -23,53%, ქვემო ქართლი -21,86%, სამცხე-ჯავახეთი – 22,04%, იმერეთი – 22,01%, გურია – 21,13%.

ცესკო-ს მონაცემებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 25,88%-ს შეადგენდა, 2016 წელს – 19,81%-ს, 2020 წელს კი – 19,41-ს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში