საარჩევნო უბნების, დაახლოებით, 75% იყო მზად პროცესის დასაწყებად, დანარჩენი უბნები კი, დარღვევებით გაიხსნა - ნინო დოლიძე

26 ოქტომბერი 2024, 11:10 247 ნახვა
 

ორგანიზაციამ "სამართლიანი არჩევნები" (ISFED) თავიანთი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უბნების ნაწილი დარღვევებით გაიხსნა. 

ISFED-ის ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის თქმით, დამკვირვებლებმა 3 მოსყიდვის ფაქტი დააფიქსირეს.

საარჩევნო უბნების, დაახლოებით, 75 % იყო მზად პროცესის დასაწყებად, დანარჩენი უბნები კი, შემდეგი 20 წუთის განმავლობაში, დარღვევებით გაიხსნა, ამასთან მარნეულში ერთი უბანი 9 -ის ნახევარზეც.

 

ჩვენს დამკვირივებლებს უბანზე შესვლის და გახსნის პროცესის დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა, ცალკეული უბნებზე არ დაუშვეს. ზოგი უბნიდან კი საერთოდ გამოაძევეს.

 

საარჩევნო უბნების მიმდებარედ კოორდინატორების მობილიზება შეინიშნება, რომლებიც ამომრჩევლებს აღრიცხავენ. ამ ეტაპისთვის, 3 მოსყიდვის შემთხვევა გვაქვს“,- განაცხადა დოლიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში