ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, სტაბილურობას და იმ ოცნების ახდენას, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და გაერთიანება - თორნიკე რიჟვაძე

26 ოქტომბერი 2024, 09:25 239 ნახვა
 
 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

როგორც რიჟვაძე აცხადებს, ხმა მისცა მშვიდობას და ქვეყნის გაერთიანებას.

„ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია დღეს. მოგეხსენებათ, რომ ტარდება როგორც საქართველოს პარლამენტის არჩევნები, ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. შესაბამისად, ჩვენს რეგიონში ამომრჩევლებს უწევთ გააკეთონ შესაბამისი არჩევანი და ორი სვეტი გააფერადონ. მე ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, სტაბილურობას და იმ ოცნების ახდენას, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და გაერთიანება. ჩვენ მხოლოდ ვიმარჯვებთ, მარცხი გამორიცხულია“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში